დემონსტრაციების მე-300 დღეს გაიმართა მსვლელობა 300 არაგველის მემორიალიდან

თბილისში, პროევროპული დემონსტრაციების დაღწებიდან მე-300 დღეს მსვლელობა გაიმართა 300 არაგველის მემორიალიდან პარლამენტის შენობამდე. კვლავ ისმოდა შეძახილები „ბოლომდე!“ „საქართველოს გადასარჩენად!“
2024 წლის 28 ნოემბერს გაჩენილი მოთხოვნა უცვლელია – ჩატარდეს ახალი საპარლამენტო . ამ მოთხოვნას რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ათობით დემონსტრანტი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მათი გათავისუფლების მოთხოვნაც დაემატა.
გასული წლის 28 ნოემბერს დედაქალაქში ათი ათასაობით ადამიანი შეკრიბა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპრაკებების გახსნის საკითხს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: თუ ქართული საბალეტო ქორეოგრაფიის სახელთან – ვახტანგ ჭაბუკიანი და ჯორჯ ბალანჩინი ასოცირდებიან, დღეს უკვე 21-ე საუკუნეში, მათ სახელზე ამოსულ ახალ ყლორტად – გიორგი ფოცხიშვილი გვევლინება