დემონსტრანტი ვეფხია კასრაძე პოსტოპერაციული გართულების გამო ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს – ადვოკატი

საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული, პატიმრობაში მყოფი ვეფხია კასრაძე, რომელსაც ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციის შემდგომი გართულების გამო დღეს კვლავ კლინიკაში – „ვივამედში“ – გადაიყვანეს.
ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა კასრაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ.
მცირე ხნით ადრე საპროტესტო დემონსტრაციებზე დაკავებული კიდევ ერთი ადამიანის, რევაზ კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი იუწყებოდა, რომ კიკნაძის ცნობით, მასთან ერთად ციხეში მყოფი კიდევ ერთი დემონსტრანტი, ვეფხია კასრაძე „ძალიან ცუდად არის“ და „სათანადო ყურადღებას არ აქცევენ“.
„რევაზ კიკნაძემ დღეს უკვე ორჯერ დამირეკა ამ ამბავზე – ჯერ 11:15 საათზე, შემდეგ კი დაახლოებით ნახევარ საათში. ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად არის, ტკივილები აქვს და ჩირქი მოსდისო“, – უთხრა ავსაჯანიშვილმა რადიო თავისუფლებას.
ავსაჯანიშვილის თქმით, გარემოება, რომ ზარების შეზღუდულად განხორციელების პირობებში რევაკ კიკნაძე ერთსა და იმავე თემაზე მას ორჯერ რომ ურეკავს, აფიქრებინებს, რომ ვითარება მძიმედაა:
„როგორც მითხრა, ვეფხია კასრაძე კლინიკაში არ გადაჰყავთ“, – ამბობს ადვოკატი და დასძენს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინფორმაციით, კასრაძემ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა.
საბოლოოდ კასრაძე „ვივამედში“ გადაიყვანეს.
მისი ადვოკატის, კახა კოჟორიძის თანახმად, კასრაძემ ორშაბათს ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, რადგან სუნთქვის პრობლემა ჰქონდა.
„იმავე დღეს დააბრუნეს საკანში, როგორც გუშინ მითხრა სატელეფონო საუბრისას. შემდეგ კი ცოტა გაურთულდა ვითარება“, – ამბობს კოჟორიძე.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ვეფხია კასრაძე, რომელიც ცხინვალის თეატრის მსახიობია სოფელ ერგნეთიდან, – რომელიც იბრძოდა სა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და აქვს ვეტერანის სტატუსი, – 2024 წლის 4 დეკემბერს დააკავეს.
მას „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა“ და „ჯგუფურ ძალადობას“ ედავებიან – სისხლის სამართლის წესით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა