დემონსტრანტთა რეკორდული რაოდენობა მადრიდის ქუჩებში – კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა ამნისტია ესპანეთის დედაქალაქში 170 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა

ესპანეთის დედაქალაქში, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების ამნისტიასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადების შემდეგ, პროტესტი არ წყდება. ამჯერად, მადრიდის ქუჩებში დაახლოებით 170 000 ადამიანი გავიდა, – წერს Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში გამართული დემონსტრაციებისას, ამდენი ადამიანი ქუჩაში ჯერ არ გასულა.
მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ ესპანეთის დროშები და ბანერები ტექსტებით: “სანჩესი – მოღალატე”, “ნუ გაყიდი ესპანეთს”…
Reuters-ის ცნობით, სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ მსვლელობას ასევე შეუერთდნენ ოპოზიციური კონსერვატიული სახალხო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიჰო და ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი.
პროტესტი ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეების ამნისტია დააანონსა. მომიტინგეები მთავრობას, პირადი სარგებლის გამო, ქვეყნის ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებენ. პრემიერს მთავრობის ფორმირებისთვის სეპარატისტული პარტიის მხარდაჭერა სჭირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა