დემონსტრანტებმა 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევა დაიწყეს

8 აპრილის საღამოდან რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან პრო-ევროპული დემონსტრაციების მონაწილეები შეიკრიბნენ. არაერთმა მათგანმა მემორიალთან ღამისთევა გადაწყვიტა.
პოლიტიკოსებმა და სხვა მოქალაქეებმა მემორიალთან მიიტანეს 1989 წლის 9 აპრილს მოკლულთა ფოტოები, მათი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად ტიტები და სანთლები დაანთეს.
მემორიალთან მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები – მათ შორის გიორგი გახარია, , პაატა ბურჭულაძე და სხვები.
იქვე არიან ღამისთევის აქციის ორგანიზატორებიც – ახლადდაარსებული მოძრაობის, „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“, წარმომადგენლები — დემონსტრაციებისას დაკავებულთა მშობლები და ოჯახის წევრები.
საავტომობილო მოძრაობა კვლავ გადაკეტილია.
„მინდა იცოდეთ, რომ რეჟიმის პატიმრები დღეს ჩვენთან ერთად ათენებენ ციხეში ღამეს“, – ასე მიმართა საზოგადოებას მარიზი მ, ერთ-ერთი დაპატიმრებულის, თორნიკე გოშაძის დედამ.
საზოგადოებას სიტყვით მიმართა ნანა მახარაძემ, – ქალმა 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ცნობილი ფოტოდან:
“,”DefaultValue”:””,”HtmlEncode”:true,”Type”:”String”}], isMobile:true });
დემონსტრანტები ოთხშაბათ დილას, 9 აპრილს ელიან, რომ უფრო მეტი მხარდამჭერი შეუერთდებათ.
ჩვეულებრივ, ყოველ წელს, 9 აპრილს, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მემორიალს ყვავილებით ამკობენ.
თუმცა წელს შესაძლოა ეს ტრადიცია დაირღვეს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები „ვერ მოვლენ“ პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან.
რამდენიმე საათით ადრე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ვერ თქვა, მივლენ თუ არა მისი თანაგუნდელები 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ თბილისში მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაღუპულთა მემორიალთან.
ღამისთევას წინ უძღოდა მედიის სოლიდარობის მარში.