დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საავტომობილო გზა გადაკეტეს

დღეს საღამოს, 29 იანვარს, 19:00 საათისთვის თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“, – ეს არის დღევანდელი აქციის ლოზუნგი.
დემონსტრანტები ითხოვენ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძისა და პირველი არხის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას.
„ხალხის ხმა დუღს, პირველი არხი დუმს“, – წერია ერთ-ერთ ბანერზე.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და შეუერთდებიან.
საპროტესტო დემონსტრაციები უკვე 63-ე დღეა, მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება