დემონსტრანტებმა პარლამენტიდან ორბელიანების სასახლისკენ მსვლელობა გამართეს

დღეს საღამოს რუსთაველზე ტრადიციული აქციის შემდეგ საპროტესტო დემონსტაციამ გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, ათონელის სასახლესთან, სადაც დემონსტრანტები გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, რის შემდეგაც იქ პოლიციის სულ მცირე 10 ავტომობილი გამოჩნდა.
პოლიციამ მოუწოდა დემონსტრანტებს, რომ სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. ჩართული ჰქონდათ ხმოვანი სიგნალები.
მას შემდეგ, რაც დემონსტრაცია დაბრუნდა ტროტუარზე, ვითარება განიმუხტა. არავინ დაუკავებიათ.
პოლიციის მანქანები კვლავ მიჰყვებოდნენ აქციის მონაწილეებს. მსვლელობას პოლიციელების ნაწილი ქვეითადაც მიჰყვებოდა. მსვლელობა პარლამენტთან დაბრუნდა.
„ბოლომდე! ბოლომდე“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“! – სკანდირებდნენ დემონსტრანტები. მათი მოთხოვნაა აქციებისას დაპატიმრებული ადამინების გათავისუფლება.
აქცია, როგორც ყოველდღე 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, დღეს საღამოს, 11 დეკემბერს კვლავ დაიწყო პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, – როგორც ბოლო რამდენიმე კვირაა, ტროტუარზე.
· დღეს მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ახალ ცვლილებებს, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებული სახით განიხილა და მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
ამით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაამკაცრა კანონი იმ დემონსტრანტებისთვის, რომლებიც გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად ითხოვენ ახალი საპარლამენტო ს ჩატარებას.
ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებული იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს.
ფორუმი