დემონსტრანტების თქმით, თსუ-ის მიმდებარედ ღამისთევას გეგმავენ

პროევროპული დემონსტრაციების 197-ე დღეს 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად ფილარმონიასთან დაწყებული სპონტანური დემონსტრაცია, რომელიც თანდათანობით გაიზარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გრძელდება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხმის გამაძლიერებლით აცხადებენ, რომ დღეს ამ ადგილას ღამისთევას გეგმავენ.
„სადაც დაიწყო მოპარული ს შემდეგ პროტესტი, იქ ვათენებთ ღამეს სინდისის პატიმრებისთვის“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლელმა ერთ-ერთმა დემონსტრატმა.
ამასთან, როგორც წინა 196 დღის განმავლობაში, დღეს საღამოს კვლავ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.
როგორც აქციაზე განაცხადეს, იქ მყოფი დემონსტრანტები თსუ-სთან მისვლას გეგმავენ.
ხმის გამაძლიწრებელში აქციებისას დაკავებულთა გახმოვანებულ წერილებია ჩართული.
მცირე ხნით ადრე ამ ადგილას დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს.
პოლიციელებმა მათთვის ხელშეშლა სცადეს, თუმცა უშედეგოდ – აქციის მონაწილეებმა მოახერხეს ორი ღია კარვის გაშლა.
დღეს საღამოს აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ […]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა“, – თქვა მათე დევიძემ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დატოვა მანამ, სანამ მოსამართლე სათათბიროდ გავიდოდა განაჩენის გამოცხადებამდე.
„სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, – ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.
ფორუმი