დემოკრატიული უკუსვლა და სახელმწიფოს მიტაცება – აქუბარდია პრეზიდენტისგან ივანიშვილის კურსზე საუბარს ელის

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას მოლოდინი აქვს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიულ უკუსვლაზე და სახელმწიფოს მიტაცებაზე ისაუბრებს, რაც აქუბარდიას თქმით, ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს უკავშირდება.

მე ველოდები პრეზიდენტისგან საუბარს, როგორც ს აგრესიასთან დაკავშირებით, ისე იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მიდის, ასევე იმ დემოკრატიულ უკუსვლაზე, სახელმწიფოს მიტაცებაზე და მთელ იმ პროცესზე, რაც უკავშირდება კონკრეტულად ერთი ადამიანის, ბატონი ივანიშვილის პოლიტიკურ კურსს, ძალაუფლების და სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის 85%-ის არჩევანს”, – ამბობს თეონა აქუბარდია.

კონფერენციაზე სადაც საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს, პრემიერი კი არ მიდის, ივანიშვილი პრორუს ოლიგარქად არის მოხსენიებული. მიუნხენის კონფერენცის ანგარიშში წერია, რომ ივანიშვილის საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზეა პასუხიმგებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა