დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს
დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას უსწრებს.
ევროკომისია თანმიმდევრული განვითარების ანგარიშის ფარგლებში დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსს აქვეყნებს. 2023 წლის შეფასებით, საქართველომ გაასწრო მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას: გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას და ა.შ.
თანმინდევრული განვითარების ანგარიშს აწარმოებს განვითარების კვლევების ქსელი “საერთო მომავალი”, რომლის სათაო ოფისი ესპანეთში მდებარეობს.
თანმიმდევრულობის ანგარიში აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ჰუმანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში.
განვითარების კვლევების ქსელმა უახლესი, 2025 წლის კვლევაც გამოქვეყნა, რომელიც ჯერ ევროკომისიის ვებ გვერდზე ასახული არ არის. დემოკრატიული გარდაქმნის 2025 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა. რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6, ევროკავშირის და ნატოს წევრ 12 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, ესპანეთი, პოლონეთი, საბერძნეთი. უნგრეთი, თურქეთი.
დემოკრატიული გარდაქმნის ინდექსი აფასებს, თუ რამდენად არიან ქვეყნები ერთგულნი ისეთი საჯარო პოლიტიკის მიმართ, რომელიც შექმნილია დემოკრატიული მშვიდობიანი საზოგადოებების ასაშენებლად, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, შეკრების თავისუფლებას და პროტესტის უფლებას.
