დემოკრატიის სრული უარყოფაა, როცა პარლამენტარი შეხვედრაზე უარს მეუბნება, რადგან არ ვეთანხმები – ფრანგი დეპუტატი პაპუაშვილზე

საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფრედერიკ პეტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს. ამის თაობაზე მან პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ფრანგმა დეპუტატმა თქვა, მისთვის მოულოდნელია, როცა პარლამენტარი უარს ამბობს შეხვედრაზე იმ მიზეზით, რომ მას არ ეთანხმებიან:
„ევროპა არაა უბრალოდ თანამეგობრობა. რა თქმა უნდა, ის ოჯახია, მაგრამ ევროკავშირი არის კონფლიქტების მართვა. ევროპაში ჩვენ ვერ ვთანხმდებით ყველაფერზე, მაგრამ მაინც ერთად ვმუშაობთ.
ჩემთვის, როგორც პარლამენტარისთვის, ძალიან მოულოდნელია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ არ შემხვდება, რადგან არ ვეთანხმები. ჩემთვის ეს დემოკრატიის სრული უარყოფაა. მხოლოდ ერთ ადგილას არ არის კონფლიქტი – სასაფლაოზე, მე კი ეს არ მეჩქარება“, – აღნიშნა მან.
დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს.
ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების” ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.
26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.
ფორუმი