დემოკრატებმა კამალა ჰარისის ნომინირებისთვის კენჭისყრა დაიწყეს

ამერიკელმა დემოკრატებმა ხუთშაბათს კენჭისყრა დაიწყეს. ისინი პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტად ვიცე-პრეზიდენტ ს წარდგენას უჭერენ მხარს.
4 000-მდე დემოკრატი აქტივისტისა და პოლიტიკოსის ხელმოწერა მხარდაჭერის წერილს უკვე ჰქონდა. პარტიის 4-დღიანი ყრილობის, ე.წ. კონვენციის წინ, ეს ხუთდღიანი ელექტრონული კენჭისყრა იქნება.
თავად ჰარისმა საკუთარი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი უახლოეს დღეებში უნდა დაასახელოს. შემდეგ კი იმ მნიშვნელოვან შტატებს ესტუმროს, სადაც შესაძლოა, არჩევნების ბედი გადაწყდეს. კამალა ჰარისის კანდიდატურა რომელიმე სხვა სერიოზულ კანდიდატს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მან მალევე მოიპოვა დელეგატების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობისა და პარტიის გავლენიანი ლიდერების საჯარო მხარდაჭერა.
“ჩვენს დელეგატებს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა აქვთ მომდევნო დღეებში, ხმა მისცენ ისტორიის შემქმნელ ბიულეტენებზე ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს, უზრუნველყონ, რომ ის ყველა შტატში იქნება ბიულეტენზე ნოემბრის არჩევნებში”, – თქვა ჯეიმი ჰარისონმა, პარტიის თავმჯდომარემ. “ჩვენ პარტიას უპრეცედენტო დრო უდგას გამჭვირვალე, დემოკრატიული და მოწესრიგებული პროცესით იმ ნომინანტის ირგვლივ გაერთიანდეს, რომელსაც დადასტურებულად შეუძლია გაგვიძღვეს წინ ამ ბრძოლაში”, – თქვა მან.
ჰარისი პირველი ფერადკანიანი და სამხრეთ აზიული წარმოშობის ქალი გახდება, ვინც კი შეერთებულ შტატებში წამყვან პარტიას როდესმე კანდიდატად დაუსახელებია. არჩევნებამდე 100 დღეზე ნაკლები რჩება და კამალა ჰარისიც და რესპუბლიკელთა კანდიდატი ც ახლა ე.წ. მერყევ შტატებზე ფოკუსირდებიან. ანალიტიკოსების აზრით, მომდევნო დღეებში, 7 აგვისტომდე გახდება ცნობილი, თუ ვის შეარჩევს ნომერ მეორე დემოკრატად ქვეყნის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ