დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ. ეს ბანერი ჩვენ უნდა გამოგვეფინა დასავლეთისთვის

„საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საქართველოში ფიქსირდება ისტორიული ფაქტი, საელჩოები, ღიად ერევიან სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში.
„ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს! ბოლო პერიოდში ისეთი პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რომ ის ქარდი, რაც ამერიკის საელჩომ დადო, ჩვენ უნდა დაგვედო მათთვის. ამერიკაში ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს; ს მოქმედ პრეზიდენტს, ასევე დღევანდელი დასავლეთის პოლიტიკის ოპოზიციონერს, ფიცოს ესროლეს… სადღაც მუქარაა, სადღაც პირდაპირი სასიკვდილო გასროლა… დიახ, ეს არის თანამედროვე დემოკრატების პოლიტიკა და ამ ვითარებაში ამერიკის საელჩო ჩვენ გვასწავლის ჭკუას, რომ თურმე „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.
ჩვენი პასუხია, „დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ“. საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა. საქართველოში პოლიტიკაშიც და უფლებრივ საკითხებშიც უმცირესობა ძალადობს უმრავლესობაზე. შეუძლებელია ეს არ იცოდეს ამერიკის საელჩომ. იციან, მაგრამ მაინც საარჩევნო პროპაგანდას ეწევიან ოპოზიციის სასარგებლოდ. ისე, „ისტორიული“ ფაქტია, რომ სხვა ქვეყნის საელჩო ასე ღიად ერეოდეს სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საკმაოდ დიდი ოდენობით სხვადასხვა გაბარიტების ტექნიკა არის მობილიზებული, ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა

აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

სრულად იქნება კოორდინირებული, მობილიზებული ყველა უწყება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიას, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე