ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია საფრანგეთის კულტურის მინისტრმა მოდისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ხელოვნების რაინდის მედლით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ დემნა პირველი ქართველი და პირველი დიზაინერია აღმოსავლეთ ევროპიდან, ვისაც საფრანგეთში ხელოვნების რაინდის წოდება და მედალი გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს, 10 წელი გადის მას შემდეგ, რაც დემნა BALENCIAGA -ს ჩაუდგა სათავეში.