ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა „Rolling Stone“-მა მოდის სახლის „“Balenciaga”-ს იდუმალებით მოცულ კრეატიულ დირექტორთან, დემნა გვასალიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ლოს-ანჯელესზე, მუსიკასა და ჯასტინ ბიბერზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, დიდი სკანდალიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დემნამ შოუ ლოს-ანჯელესში გამართა.
დემნამ ინტერვიუში განაცხადა, ამერიკულ კულტურასთან მას ახლა უფრ ახლო კავშირი აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა.
