დემიკელისი “რივერ პლეიტიდან” დაითხოვეს – დღეს კლუბი მისი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩს გამართავს

არგენტინულმა “რივერ პლეიტმა” გვაუწყა, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელი მარტინ დემიკელისი დაითხოვა.
43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით დღეს კლუბი ბოლო შეხვედრას არგენტინის ჩემპიონატის მე-8 ტურის ეგიდით გამართავს, რის შემდეგაც მხარები თანამშრომლობას შეწყვეტენ.
მარტინ დემიკელისმა “რივერ პლეიტი” 2022 წელს ჩაიბარა, გასულ სეზონში მის ხელმძღვანელობით გუნდმა არგენტინის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.