დემეტრაძის სუპერგოლი და შედეგიანი მატჩი – საქართველოს ნაკრების ვეტერანები “მილანის” ლეგენდებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ

დღეს, 21 სექტემბერს, ლეგენდების სერიის მეორე მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდები დაუპირისპირდნენ – მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრები “როსონერისთან” 1:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, “როსონერის” რიგებიდან განსაკუთრებით რიკარდო კაკა აქტიურობდა და ორი კარგი მომენტიც ჰქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში მიზანმა უმტყუნა. მოწოდების სიმაღლეზე იყო დიდაც, ბრაზილიელმა მეკარემ საჯარიმოს გარედან სანდრო კობახიძის დარტყმული მოიგერია.
38-ე წუთზე გიორგი დემეტრაძემ ალექსანდრე იაშვილის იდეალური პასით ისარგებლა, მეტოქე ეფექტურად ჩამოიშორა და შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში
55-ე წუთზე კაფუს პასით ბორიელომ გაათანაბრა. რამდენიმე წუთში მარცვალაძის პასით სირაძემ ისარგებლა და საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გავიდა.
საბოლოდ, ზეედორფმა კაკას პასით გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. მატჩი 75-ე წუთზე დასრულდა და პენალტები დაინიშნა, სადაც საქართველოს ნაკრები 1:3 დამარცხდა.