„დელტას“, „გაერთიანებული ავიახაზების“ და „ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია

კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, „დელტას“, „გაერთიანებული ავიახაზების“ და „ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია, – ამის შესახებ CNN-ი -ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
უწყების განმარტებით, ფრენების შეჩერება ეხება ყველა მიმართულებას.
„ამერიკულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემაა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედია საშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან. Microsoft-ი აცხადებს, რომ შესაბამის ზომებს ატარებენ, თუმცა მასობრივი შეფერხების მიზეზი დადასტურებული არ არის.