დელსი როდრიგესმა -ის მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ -ის მთავრობას „თანამშრომლობის პროგრამაზე“ მუშაობა შესთავაზა.
მისი თქმით, ეს პროგრამა მიმართული იქნება „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ერთობლივ განვითარებაზე, რათა განმტკიცდეს საზოგადოების ხანგრძლივი თანაარსებობა“.
როდრიგესმა აღნიშნა, რომ ვენესუელა „პრიორიტეტს მიანიჭებს“ გადასვლას „ბალანსირებულ და პატივისცემაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებზე“ აშშ-სა და რეგიონთან. მან ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.
„პრეზიდენტო დონალდ ტრამპ, ჩვენი ხალხები და ჩვენი რეგიონი იმსახურებენ მშვიდობასა და დიალოგს და არა ომს. ეს ყოველთვის იყო პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გზავნილი და ახლა ეს მთელი ვენესუელის გზავნილია. ვენესუელას აქვს მშვიდობის, განვითარების, სუვერენიტეტისა და მომავლის უფლება“, – განაცხადა როდრიგესმა.