დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას – რომან გოცირიძე

დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, „დელეგატებთან დაკავშირებით „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს“.
„„ქართულ იცნებას“ ძველი რეგიონულ-ფეოდალური სისტემის შენარჩუნება სურს, როდესაც ფულიანი პირები მოსყიდვითა თუ სხვადასხვა გავლენით დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ პარლამენტში უტყვ, მდუმარე დეპუტატთა სიაში ეწერებიან. „ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა – მათ პარტია კი არ განაახლეს, არამედ ნაცადი, ყველაფერზე წამსვლელი, მონა-მორჩილი ადამიანები წარმოგვიდგინეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. დღეს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მ „ქართული ოცნების“ თბილისის დელეგატები დაასახელა.
პირველი არხი