თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კულტურის მინისტრმა 2023 წელს ხატმწერის მომსახურებით ისარგებლა, რაშიც 6 600 ლარი დახარჯა.
დეკლარაციის თანახმად, წინა წელს წულუკიანმა მინისტრის პოსტზე ანაზღაურების სახით, ჯამში, 72 600 ლარი მიიღო. დოკუმენტში ასახულია მისი ქმრის, ნუგზარ კაკულიას შემოსავალიც, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების დარგში კონსულტანტის პოზიციაზე მისი გასული წლის შემოსავალი 44 154 ლარია.
რაც შეეხება მინისტრის სხვა ხარჯებს, რომელიც დეკლარაციაში აისახა, ასეთია:
· ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა – 30700;
· ახლო ნათესავის ვალების გასტუმრებაში მონაწილეობის ხარჯი – 20 000 ლარი;
· ოჯახის წევრის საზღვარგარეთ მგზავრობებისა და ყოფნის ხარჯი – 20 600;
· სწავლის გადასახადი – 14 635.
წულუკიანის ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.