დეკემბერში მოთხოვნა თითქმის 60%-ით შეგვიმცირდა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული ობიექტის Villa Vejini-ს თანადამფუძნებელმა, თათია გაბისიანმა განაცხადა. მისი თქმით, დეკემბერი ძალიან პასიური იყო, მაგრამ იანვარი შედარებით გააქტიურებულია.
„2024 წლის დეკემბერი მის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პასიური იყო. მოთხოვნა თითქმის 60%-ით შეგვიმცირდა. იანვარი შედარებით უკეთესია. იანვარში გვყავდა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებელი. გვყავდა დუბაიდან, ასევე გვყავდნენ ამერიკიდან და კანადიდან. ევროპელი სტუმრები ნაკლებად გვაქვს. ამასთან, წინასწარი ჯავშნებიც გვაქვს, თუმცა სულ რამდენიმე.
ფასები მაქსიმალურად, ლოგიკურ მინიმალურ ზღვრამდე დავწიეთ. ჩვენთან ცალკეული ნომრები არ ქირავდება, ქირავდება ნაგებობები. ამ ეტაპზე კომპლექსი 4 ნომერს მოიცავს და ჯამში 8-9 ადამიანის მასპინძლობა შეგვიძლია. შესაბამისად, განთავსების ღირებულება დამოკიდებულია ადამიანთა რაოდენობის, განთავსების დღეების რაოდენობის მიხედვით“, – ამბობს ტურისტული ობიექტის თანადამფუძნებელი.
თათია გაბისიანის განცხადებით, საოჯახო ბიზნესი ბევრ კადრს არ ასაქმებს, შესაბამისად კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, კადრების შემცირება არ გამხდარა საჭირო.
ინფორმაციისთვის, ტურისტული ობიექტი თბილისიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში, სოფელ ვეჯინში მდებარეობს და ბაზარზე მეორე წელია ოპერირებს.