დეკემბერში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადი 37% და 13%-ითაა გაზრდილი

2023 წლის დეკემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 303 620 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 37%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის დეკემბრის მონაცემებთან შედარებით, 16%-იანი ზრდაა. ამის შესახებ მონაცემებს „ავიანიუსი“ ავრცელებს.
როგორც თბილისისა და ს საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის დეკემბერში 28 556 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 9%-ით მეტი.