დეკემბერში გამოქვეყნდება უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ანგარიში – ევროკავშირის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ნოემბრის ბოლოს შეთანხმდებიან მექანიზმზე, რომლის მიხედვითაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება მოხდეს, დეკემბრის ბოლოს კი სპეციალური ანგარიში მოამზადა.
ასე უპასუხა ელჩმა ჟურნალისტს ბრიფინგზე, რომელიც ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2025 წლის ანგარიშს შეეხებოდა.
„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, როგორც უკვე ხშირად განვაცხადეთ, ჩემმა ზემდგომებმაც თქვეს, ეს საკითხი იქნება განხილული – ჩვენ ვფიქრობთ ამ მექანიზმის შესახებ შეთანხმება მოხდება ამ თვის ბოლოს. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზების შეჩერების ანგარიშის შედეგებს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, მათ შორის საქართველოს შესახებ. ამ ანგარიშის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა გააკეთონ ძალიან სერიოზული უკუსვლიდან გამომდინარე, რაც ხდება საქართველოში“, – თქვა ელჩმა.
ბოლო პერიოდია მუდმივად ჩნდება კითხვები, შეუჩერდება თუ არა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებიდან გაირკვა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში