“მეტი გართობა, მეტი სიყვარული, მეტი სინათლე ყოველ ღამე ჩვენს გულებში- ეს არის დეკემბერი… რომელიც მიმდინარე წელს იქნება თბილი და ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი.
პერიოდულად ხანმოკლე აცივების მიუხედავად, ძირითადად უნალექო პერიოდები გვექნება და დროდადრო დასავლეთში +20 +25, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14 +19 გრადუსამდე დაგვითბება.
ნალექების რაოდენობა ყველგან მოსალოდნელია საშუალო მრავალწლიურ რაოდენობასთან ახლოს.
მოკლედ ეს თვე გამოვიდა პესიმისტებითვის არასახარბიელო, ოპტიმისტებისთვის კი სასიხარულო.
აქვე გეტყვით, თვის პროგნოზის დაზუსტება ხდება დღეღამური და სამდღიური პროგნოზებით, რომელიც ზოგადია და არა კონკრეტული დღეების, პროგნოზის შედგენა ხდება გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
გისურვებთ ბედნიერ დეკემბერს”