დეკანოიძე: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის დაპირება ამომრჩევლისთვის არცერთ მმართველს გაუბედავს

ასეთი წინასაარჩევნო დაპირებები [ოპოზიციური პარტიების აკრძალვა] არ გაუცია, არ გაუბედავს თავისი ამომრჩევლისთვის არცერთ ქართველ, თუ სხვა მმართველს. მესმის, რომ გვაქვს ქართული ოცნების მხრიდან მრავალი პოპულისტური განცხადება, მაგრამ ამ ადამიანის [ს] ქვეცნობიერი დამოკიდებულება ქართული ხალხის მიმართ არის ძალიან უპატივცემულო. სწორედ ამიტომ ბედავს და აკეთებს ამ ყოველივეს.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს – რაც ევროკავშირისა და NATO-სკენ სწრაფვის დადასტურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 26 ოქტომბერი არის არჩევანი, ერთი მხრივ, კეთილდღეობას, ევროკავშირის წევრობას, -სთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასა და მასთან უვიზო მიმოსვლა და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული ძალაუფლებას შორის. ეს კი სიღატაკეს, ემიგრაციას, იზოლაციას გულისხმობს.