დეკანოიძე ოპოზიციის ერთობაზე: საბოლოო გადაწყვეტილებამდე სახიფათოდ მიმაჩნია კინკლაობა

არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს ძალადობრივ რეჟიმთან. ზოგადად, მე უფრო დაჯგუფებებს ვემხრობი და სინერგიულ ერთობებს, მაგრამ ამ გაერთიანებამდე, ერთი იქნება თუ ორი იქნება, სახიფათოდ მიმაჩნია ცოტა მკვეთრი ტონით კინკლაობა და ბევრი საუბარი ამაზე.
რადგან თუ რამემ შეიძლება ფრუსტრაცია გააჩინოს ადამიანებში, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, მანამდე, ვფიქრობ, ძალიან უცნაურია ამაზე ბევრი საუბარი.
პირიქით, ჩვენ ქმედითები უნდა ვიყოთ, ძალიან ჟინი და სიმტკიცე უნდა ვაჩვენოთ. რამდენიმე ადამიანს დაგეგმილი გვაქვს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეგიონებში სიარული და ადამიანებთან საუბარი, ვიცით, რომ სხვადასხვა პარტიაც ამას აკეთებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მთავარია, რომ ჩვენი ძალა, სიმტკიცე და ქმედითუნარიანობა გამოვასხივოთ.