ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან კონსულტაციები ჰქონდა.
“არაერთხელ მითქვამს, რომ რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში დავრჩები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან. საუბარი მაქვს და კონსულტაციები ნიკა გვარამიასთან მათ შორის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთობა, რომელიც შედგება, ეს იყოს ძალიან გონივრული ერთობა, რაც გულისხმობს ხმების და მათ შორის გადაუწყვეტელი ხმების დამატებას”, – თქვა დეკანოიძემ.
ნიკა მელიას გუნდის წევრი, ბაჩო დოლიძე ადასტურებს, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს როგორც ხატია დეკანოიძესთან, ასევე ნიკა გვარამიასთანაც.