დეკანოიძე: ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ გამსხვილება არის საჭირო, მეც ამ მოსაზრებაზე ვარ

ყველას აინტერესებს, რაც უფრო მალე მიიღებს ოპოზიცია გადაწყვეტილებას კონკრეტული კონფიგურაციის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ივლისის შუა რიცხვებში იმისთვის, რომ საარჩევნო გეოგრაფია ბოლოს და ბოლოს განისაზღვროს, ადამიანები ჩამოყალიბდნენ საკუთარ არჩევანში. ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ გამსხვილება არის საჭირო, მეც ამ მოსაზრებაზე ვარ, იმისთვის, რომ არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები და შემდეგ ბარიერის მიღმა არ დარჩნენ და არ წავიდეს ქართულ ოცნებასთან.
მნიშვნელოვანია ჩართულობა არჩევნებზე, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის გეგმები ხმების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას რამდენიმე საარჩევნო კამპანია გვაქვს გამოვლილი და ძალიან კარგად გვესმის, როგორ ყალბდება არჩვენები არა მხოლოდ ს დღეს, არამედ რამდენიმე თვით ადრე. დაწყებულია ეს პროცესი და რეგიონებში დიდად ოპოზიციური აქტივობა არ შეინიშნება.
მნიშვნელოვანია, როგორ გავარღვევთ პროპაგანდის წუმპეს. იმდენად მძიმეა პროპაგანდა, რეგიონში, სოფლებში, სადაც მხოლოდ პროპაგანდისტულ არხებს უყურებს ადამიანი, მისთვის ძალიან რთულია წარმოდგენა, რა ემუქრება.
ჩემი მოსაზრებით, მალე არის კონფიგურაცია დასალაგებელი, საარჩევნო დაცვის მექანიზმები მალე არის ჩამოსაყალიბებელი.