დეკანოზი ილია ჭიღლაძე აცხადებს, რომ 2 წლის განმავლობაში იყო ამჟამად ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის მოადგილე, რომელიც, მისი თქმით, სასულიერო განათლების გარეშე აკურთხეს ეპისკოპოსად.
ფორმულას გადაცემა მრგვალ მაგიდაში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ თქვა, რომ ის ეპისკოპოსად 2013 წლის სინოდის სხდომაზე აკურთხეს, მათ შორის, ილია მეორის თანხმობით, თუმცა, აღნიშნავს, რომ სინოდის წევრებს, გავლენიან მიტროპოლიტებს მისი ეპისკოპოსად კურთხევა არ სურდათ.
“მე ორი წელი და ცოტა მეტი ვიყავი ჯამდელიანის მოადგილე, ეპარქიის მთავარხუცესი და საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მარნეულში და ჩემზე კარგად ცოტამ იცის ჯამდელიანი და მისი ავან-ჩავანი. ეს არის ქუჩიდან მოსული ახალგაზრდა ბიჭი ეკლესიაში, რომელიც სასულიერო განათლების გარეშე, სემინარია აკადემიაში ერთი დღეც კი არ უსწავლია მას, ისე გახდა ეპისკოპოსი.
ის სრულიად ახალგაზრდა იო ბაქიაშვილმა აღკვეცა ბერად და 6 წლის მერე ის ხდება ეპისკოპოსი – ამ 6 წლის ფარგლებში ის ტყეში, სხვადასხვა მონასტრებში ცხოვრობდა, დაიწყო ქოზიფით, დაასრულა სახუნდარით და მოულოდნელად, 2013 წლის სინოდზე, როდესაც 7 ეპისკოპოსი აირჩიეს და გადაწყვიტეს ხელდასმა, მათ შორის იო ბაქიაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, ილია მეორეს თანხმობით, გადაწყდა 2 სინოდის წევრებისთვის სრულიად უცნობი მღვდელ-მონაზვნის კურთხევა – სვიმეონ ცაკაშვილის და გიორგი ჯამდელიანის, მარნეულის ეპისკოპოსად.
