დეკანოზი თამაზ ლომიძე: ვერსად ბიბლიაში თქვენ ვერ იპოვნით სიტყვებს: “ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს”

“ხშირად ატრიალებენ ხოლმე პროპაგანდისტულად ფრაზას ვითომ ბიბლიიდან, რომელიც ტყუილია. ვერსად ბიბლიაში თქვენ ვერ იპოვნით სიტყვებს: “ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი აერთიანებს”, ასეთი სიტყვები წმინდა წერილში უბრალოდ არ არსებობს და ვერც იქნება, რადგან უფალი ამის საწინააღმდეგოს ამბობს: “…მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი – დედამისს, და რძალი – დედამთილს მისას. და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.” (მთ. 10, 35-36) ეშმაკი კი არ ჰყოფს, არამედ ღმერთი ჰყოფს ამქვეყნად მის მოძულეებს მისი მეგობრებისგან, მატყუარებს მართლებისგან, ბოროტების ჩამდენებს სიკეთის მქმნელებისგან, ხარბებს მოწყალეთაგან, ურწმუნოებს მორწმუნეებისგან და ა.შ. ამიტომ თქვა ქრისტემ: მახვილის (გამყოფის) მოსატანად მოვედი ამქვეყნად და არა მშვიდობისაო. ტყუილზე და უსამართლობაზე აშენებული ერთობა არის სწორედ ეშმაკის გაერთიანებული. ეშმაკია მანდ გამაერთიანებელი და არა ღმერთი!” – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი თამაზ ლომიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა