დეკანოზი თამაზ ლომიძე: არავითარი სასიქადულო სპორტსმენი არ არსებობს ამქვეყანაზე. ეგ იყო კომუნისტების მოგონილი ყალბი ცნება

“არავითარი სასიქადულო სპორტსმენი არ არსებობს ამქვეყანაზე. ეგ იყო კომუნისტების მოგონილი ყალბი ცნება, რომ საკუთრი პროპაგანდისთვის გამოეყენებინათ ე.წ. სასიქადულო სპორტსმენები. ყველა სპორტსმენი სპორტში აკეთებს მხოლოდ თავის საქმეს და აღწევს თავის პირად მიზანს. მოვრჩეთ ამ საბჭოთა სისულელეს. სასიქადულო და წესიერი შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანი (სპორტსმენიც, მსახიობიც) მისი სინდისის, გაბედულების და სამართლიანი პოზიციის გამო. ნუ ელოდებით კარგი ფეხბურთელისგან ავტომატურად კარგ ადამიანობას. ბურთს, შტანგას და ტატამს რა საერთო აქვს სინდისთან?!” – წერს სოციალურ ქსელში დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე.