დეკანოზი გიორგი მამალაძე – მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის

მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
დეკანოზის განცხადებით, დღეს მთელი საქართველო განაწყენებულია, რადგან ახლა საქართველოს მომავალი წყდება.
„ჩემი ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოვედი იმიტომ, რომ ახლა, ამ წუთას მთავარი ჯანმრთელობა არ არის. ახლა საქართველოს მომავალი წყდება. პავლე მოციქული ამბობს, ნუ გაანაწყენებთ შვილებს. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ შვილები, არამედ თითქმის მთელი საქართველო განაწყენებულია.
მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის
იქ, სადაც სიყვარულია, დამარცხება არ არსებობს. აქ სიყვარულია, ამიტომ ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს ქართულ სულს ვერავინ ვერასდროს ვერ დაამარცხებს მით უმეტეს მაშინ, როცა სიყვარულის წინააღმდეგ იბრძვის ბოღმა“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა