„დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია“ – რაზე ისაუბრა პაპუაშვილმა თავის ანგარიშში

დღეს, 22 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ანგარიში წარუდგინა.
პაპუაშვილმა, რომელსაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა უნდა წარედგინა, თავის გამოსვლის დიდი დრო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას დაუთმო.
პაპუაშვილის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტს საქმიანობა ისტორიული დატვირთული მოვლენების დროს მოუწია. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე „ეპოქალური გამოწვევისთვის“ თავის გართმევა.
„მართლაც, საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული. პანდემია დასრულებული არ იყო, როდესაც დაიწყო ს აგრესია ში. საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე – ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 1990-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ ორ უდიდეს საფრთხეს მესამედ „ოპოზიციის რადიკალიზაცია“ დაემატა. ამ კონტექსტში მან 2020 წლის საპარლამენტო ს შემდეგ ოპოზიციის ქმედებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ე.წ. გაყალბებისპროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების მცდელობასაც კი არ მოერიდნენ“.
პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაცია სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა.
მისი თქმით, ამავე დროს, „კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო“.
„კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს – დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით – რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და საზოგადოებას მარტო უწევდა.
„კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა.
ვინაიდან რადიკალიზმი ქართული კულტურისთვის უცხო და მიუღებელია, ამიტომ რადიკალი პოლიტიკოსებისა და მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რომელიც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული. ხალხი არ უსმენს რადიკალებს.
რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციული კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გასული წლის მარტის აქციები, რომელიც მან ძალადობრივად შეაფასა.
მისი თქმით, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი „სამარცხვინო მაგალითი“ იყო ოპოზიციის მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.
„არ დავიწყებ მაგალითების მოტანას. ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ, არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამო განცდა საქართველოს მისამართით.
დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ, რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის კრიტიკის მიღმა არ დარჩენილა საქართველოს პრეზიდენტი . მისი თქმით, პრეზიდენტი „რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა“.
„ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, 2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება და ვრცელი კრიტიკის შემდეგ, მან ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„დასასრულს, მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება.
ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.