დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, ობიექტურად რომ შევაფასოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაცების ტელევიზიები დაიხურება, მაგრამ ეს არ მოხდება. დემოკრატია მსხვერპლს მოითხოვს – მამუკა მდინარაძე

“დეზინფორმაციასთან ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, ობიექტურად რომ შევაფასოთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაცების ტელევიზიები დაიხურება. ეს ასე არ მოხდება, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული ის, რომ კი, დეზინფორმაციას ავრცელებენ ეს ტელევიზიები უმეტესწილად, მაგრამ დემოკრატია მოითხოვს მსხვერპლს,” – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ხარისხი შემცირდეს და ამავდროულად ჟურნალისტებს თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეთ.
“ამ მსხვერპლზე ჩვენ მივდივართ და კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული რა მსხვერპლზე უნდა ვიაროთ და რა გზაზე და შესაბამისად, პლურალიზმს არამხოლოდ კონსტიტუციურ პრინციპად და მერე დაბალანსებას კონსტიტუციურ პრინციპებში განვიხილავთ და ბარიერთან მიმართებაში, არამედ აზრის გამოთქმასთან და მის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც და ამიტომ, საზოგადოებამ რომ გაარჩიოს კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, ტყუილი და მართალი, ამიტომ, თქვენც, რაც შეიძლება თავისუფლად, როგორც დღეს გეძლევათ საშუალება, ასე უნდა მოგეცეთ მუშაობის საშუალება. ამიტომ, ეს ცოტა რთული ამოცანაა, თუმცა სახელმწიფო და ჩვენ, “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დეზინფორმაციის ხარისხი შემცირდეს და თან თქვენ არაფერი დაგიშავდეთ. ვიაროთ ისე, რომ ვიღაცამ არ დაარქვას ამას შეზღუდვა,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო პატარა, თუმცა საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა, ვამაყობთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით, ტურიზმი დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა და საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება

სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა – სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი – შეუძლებელი!

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით