დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ხმაური და დაპირისპირებაა

დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა. მოვაჭრეებსა და ბაზრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეების განცხადებით, შეიტყვეს, რომ სავაჭრო ობიექტი 6 თვით სარემონტო სამუშაოების გამო იხურება.
მოვაჭრეების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და მერიამ ალტერნატიული ტერიტორიაც არ შესთავაზა, სადაც მუშაობას გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებმა დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, რომელიც მოგვიანებით სამართალდამცველებმა აღადგინეს.
„ეს არის ბოლო წვეთი, ყველა ემიგრანტი ვერ გავხდებით. ყველა სამშობლოს ვერ მივატოვებთ. აქ მოვიდეს , ხვიჩა მაქაცარია. სახელმწიფომ გააკეთოს ამ ბაზრის დეცენტრალიზაცია“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოვაჭრეები თბილისის მერთან შეხვედრას მოითხოვენ და აღნიშნავენ, რომ თუ მათ ვაჭრობის საშუალება არ მიეცემათ, პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ და უკვე ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს