დევნილობა აფხაზეთიდან, უარი ქართველი მუსიკოსებისგან, ემიგრაცია გერმანიაში და რთული გზა წარმატებამდე – ნათია თოდუას მუსიკალური კარიერა და ოჯახური ცხოვრება – Marao

დევნილობა დან, უარი ქართველი მუსიკოსებისგან, ემიგრაცია გერმანიაში და რთული გზა წარმატებამდე – ნათია თოდუას მუსიკალური კარიერა და ოჯახური ცხოვრება – Marao
ქართველი მომღერალი, ნათია თოდუა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ. ნათიას ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, რთული ისტორია აქვს.
ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით.
2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიfანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს – X-Factor Ukraine-ში.
2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია), სადაც ო პერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად, შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.
“ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში – ეს არის ის პრიზები, რომელიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ” – ამბობდა მაშინ ნათია.
ამ წარმატებამდე მას საქართველოში რტული გზის გავლა მოუწია, რაც ქართულ მუსიკალურ პროექტში წარუმატებლობასაც გულიხსმობს. უფრო კონკრეტულად, ნათია თოდუა 2014 წელს ქართულ X-ფაქტორში მონაწილეობას იღებდა. შესარჩევ ტურზე ტოროშელიძემ მას არა უთხრა და აღნიშნა, რომ მისი ნამღერი ხელოვნური მოეჩვენა. მოგვიანებით, გერმანულ პროექტში გამარჯვების შემდეგ, სოფომ ნათიას ეს წარმატება საჯაროდ მიულოცა:
“ვულოცავ, პირველ რიგში, ნათია თოდუას ამ უდიდეს წარმატებას და შემდეგ მთელ საქართველოს! ეს არ არის პატარა საქმე ქვეყნისთვის! ნამდვილად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის მისი ამხელა წარმატება! რაც შეეხება ჩემს არას, რომელიც მან მიიღო თავის დროზე „იქს ფაქტორში“, ფაქტია, არც მაშინ იყო გადამწყვეტი და ფაქტია, რომ არც ცხოვრებაში გახდა გადამწყვეტი! ასე რომ ვულოცავ მთელი გულით ყველას!“ – ამბობდა ის.
“დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თა­დერ­თი არ ვარ, ვინც ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ კონ­კურ­სებ­ზე. ვი­ღა­ცა ხელს ჩა­იქ­ნევს ამის გამო, ვი­ღაც პი­რი­ქით უფრო რის­კავს. მი­ხა­რია, მა­შინ ხელი რომ არ ჩა­ვიქ­ნიე, მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე და დღეს აქ ვარ” – ამბობდა ნათია თოდუა.
გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე.
2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
2022 წლის სექტემბერში ნათია თოდუა დაჯილდოვდა საქართველოს „ღირსების მედლით“. ამავე წელს მომღერალმა ჯვარი ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძარში დაიწერა. ნათიას მეუღლე დავით ზურაბაშვილია. ახალგაზრდებს დიდი ხანია, რაც ერთმანეთი უყვართ, რადგან დავითი ჯერ კიდევ 2020 წლის პოსტებში წერს ნათიას შესახებ… წყვილმა ქორწილი, კახეთში, “შატო ბუერაში” გადაიხადა. წვეულებას პრეზიდენტი დაესწრო.
2023 წელს ნათია თოდუას პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც ჰუგო დაარქვეს. უსაყვარლესი პატარა ძალიან ჰგავს დედას. ნათია კი დედის ამპლუამ კიდევ უფრო დაამშვენა. ის ჰუგოსთან დიდ დროს ატარებს, დაჰყავს საყიდლებზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე, კონცერტებზე. ამის პარალელურად კი, ნათია თოდუა აგრძლებს მუსიკალურ კარიერას და სულ ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერაც გამოუშვა.