დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლს მოამზადებს

მსოფლიოში პოპულარული რეალითი შოუს From Scratch-ის პროდიუსერი დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლს მოამზადებს – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, დევიდ რაფაელ მოსქოუ საქართველოს ეწვია. წინანდალში ჰოლივუდის პროდიუსერსა და მსახიობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წინანდალში შეხვდა.
დეივიდ რაფაელ მოსქოუ ქართულ გასტრონომიას გაეცნო და კახეთში შეფ-მზარეულთან ერთად კერძები მოამზადა.
„საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმყოფება ჰოლივუდის ვარსკვლავი დევიდ რაფაელ მოსქოუ და გადაცემა From Scratch. დევიდ რაფაელ მოსქოუ მოინახულებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მთელ მსოფლიოს მოუყვება ქართული უნიკალური ტრადიციების, კულტურისა და ღვინის მომზადების 8 ათასწლოვანი ტრადიციის შესახებ. გადაცემა From Scratch -სთან ერთად 18 ევროპულ ქვეყანას ფარავს. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქართული გასტრონომიის, ღვინის პოპულარიზაციას და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში და მეტ მოგზაურს ჩამოიყვანს საქართველოში,“ – განაცხადა მაია ომიაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?