დევიდ ლემი: ვგეგმავ, გამოვაცხადო ს წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი – უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში კრიტიკული მომენტია, დროა ევროპამ გააძლიეროს მხარდაჭერა

გაერთიანებული სამეფო ხვალ, ში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემმა განაცხადა.

„დროა, პუტინის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ. ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ომის პირველი დღეებიდან – მათი სამხედრო მანქანის დასაშლელად და შემოსავლების შესამცირებლად, რომელიც ში განადგურების ცეცხლს აღვივებს“, – აღნიშნა დევიდ ლემმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ყოველწლიურად 3 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს, საჭიროების შემთხვევაში კი, ბრიტანელი ჯარისკაცები სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან.

“უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში კრიტიკული მომენტია. დროა ევროპამ გააძლიეროს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბრძოლის ველის მიღმა, ვიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მდგრადი, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ პროცესში ცხადვყოფთ, რომ არაფერი შეიძლება გადაწყდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე”,-აღნიშნა დევიდ ლემმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი