დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი ისრაელში ჩავიდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში დაბრუნების შემდეგ ეს კემერონის პირველი ვიზიტია ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. კემერონი ჩავიდა კიბუც ბეერიში, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ წევრებმა 130-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
ვიზიტის ფარგლებში კემერონი შეხვდება ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს, რათა განიხილოს მძევლების გათავისუფლების საკითხზე მიღწეული შეთანხმება და ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხები.
