დევიდ კემერონი ირანს აფრთხილებს, ახლო აღმოსავლეთი ფართო კონფლიქტში არ ჩართოს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა ირანელ კოლეგას, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს მოუწოდა, თეირანმა ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართო კონფლიქტში არ ჩართოს.
“ღრმა შეშფოთებული ვართ არასწორი გაანგარიშების პოტენციალით, რომელიც შემდგომ ძალადობას გამოიწვევს. სანაცვლოდ, ირანმა უნდა იმუშაოს დეესკალაციისა და შემდგომი თავდასხმების აღკვეთაზე”, – წერს კემერონი სოციალურ ქსელ X-ში.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, ამირ-აბდოლაჰიანმა კამერონს განუცხადა, რომ გასულ კვირას დამასკოში ირანის საკონსულოზე ს თავდასხმასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების დუმილი ემსახურება მხოლოდ ისრაელის წახალისებას, გააგრძელოს ომი ღაზაში და გააფართოოს კონფლიქტი რეგიონში.