დევიდ კემერონი აცხადებს, რომ ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ მაიკ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს

ევროპის ლიდერებმა გავლენა უნდა მოახდინონ მაიკ ჯონსონზე, რათა -ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გამოიტანოს. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კამერნმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონით ისაუბრონ ან, როგორც ჩემს შემთხვევაში, პირადად შეხვდნენ სპიკერ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, რათა ამ კანონპროექტის მიღებას მივაღწიოთ”, – განაცხადა კამერონმა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაში “რეალური როლი” უნდა შეასრულონ. კამერონმა ასევე მოუწოდა ევროპას თავისი ძალისხმევები გააორმაგოს, რათა თავდაცვაზე ხარჯების მშპ-ის 2%-იან საჭირო დონეს მიაღწიონ.
“ჩვენ გვჭირდება, რომ მათ პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შევხვდეთ და ამ სახსრების გამოყოფისკენ ვუბიძგოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ორ პროცენტს ვერ აღწევს,” – განაცხადა კამერონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?