დევიდ კემერონის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ლიბანურ ტელეარხ LBCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.
კემერონმა აღნიშნა, რომ დადგება დრო, როდესაც დიდი ბრიტანეთი პალესტინური სახელმწიფოს აღიარებას განიხილავს, მათ შორის გაეროშიც.
„ეს არ შეიძლება პროცესის დასაწყისში იყოს. პროცესი უნდა გრძელდებოდეს. მაგრამ პროცესის დასასრულშიც არ უნდა იყოს…
ჩემი მისადმი მესიჯი იყო, რომ დაიწყოს იმაზე საუბარი თუ როგორი შეიძლება იყოს პალესტინური სახელმწიფო, იმის ნაცვლად თუ როგორი არ შეიძლება იყოს. ამაზე უნდა ვმუშაობდეთ,” – განაცხადა კემერონმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუმ “ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი.”

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია