დევიდ კამერონსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, დევიდ კამერონსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ და მისი მომავალი უსაფრთხოება დავიცვათ.
დღეს ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან განვიხილე, შვედეთის ნატო-ში სწრაფად გაწევრიანების მნიშვნელობასთან ერთად, რაც მოკავშირეებისა და ნატო-ს უსაფრთხოებას გააძლიერებს და ევროატლანტიკურ ზონას უფრო მეტად დაიცავს“, – წერს X-ზე.
ცნობისთვის, დღეს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის განსახილველად ბუდაპეშტში მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”