დევიდ კამერონმა და ენტონი ბლინკენმა ისრაელ-ღაზას შორის კონფლიქტი და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ისრაელსა და ღაზას შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ესაუბრა.
„ბიბისის“ ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განიხილეს „ისრაელის თავდაცვის უფლება და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობა ღაზაში დახმარების უსაფრთხო გატარების მიზნით“.
ამასთან, დევიდ კამერონმა და ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზეც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა და კამერონმა „ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებულ ურთიერთობა და მისი მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს