დევიდ კამერონი – რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს

რაფაჰში განხორციელებულ საჰაერო იერიშთან დაკავშირებით ს თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი და ყოვლისმომცველი უნდა იყოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
„ღრმად შემაშფოთებელი სცენები რაფაჰში, გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული საჰაერო იერიშის შემდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიება სწრაფი, ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე უნდა იყოს“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად ღაზაში საომარი მოქმედებები უნდა შეჩერდეს.
„ჩვენ მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ შეთანხმება სასწრაფოდ გვჭირდება, ასევე, საომარი მოქმედებების შეჩერება გრძელვადიანი მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის მიერ კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. ს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.