დევიდ კამერონი: პუტინი იქცევა ისე, როგორც ჩვენი დროის სტალინი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ს ფედერაციაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და კრემლის ლიდერი იოსებ სტალინს შეადარა.

კამერონის თქმით, რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს არ შეიძლება სამართლიანი და თავისუფალი ეწოდოს.

„ასე არ უნდა გამოიყურებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,” – აცხადებს კამერონი.

ამასთან, დიდი  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმის მიცემის ორგანიზება კიდევ ერთხელ ადასტურებს, იმას რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მშვიდობისკენ მიმავალი გზით.

„ის {პუტინი} იქნება ხელისუფლებაში თითქმის იმდენ ხანს, როგორც დიქტატორი იოსებ სტალინი. პუტინი იქცევა ისე, როგორც ჩვენი დროის სტალინი, – აცხადებს კამერონი.