დევიდ კამერონი იორდანიასა და ეგვიპტეს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იორსა და ეგვიპტეს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრთან, თარიქ აჰმედთან ერთად ეგვიპტესა და იორდანიაში მიმდინარე კვირაში ჩავა.
რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ღაზაში შემდგომი ჰუმანიტარული პაუზის მიღწევის შესაძლებლობას განიხილავს.
იორდანიაში კამერონი თავის კოლეგას აიმან საფადის შეხვდება, ხოლო ეგვიპტეში ეგვიპტე-ღაზას საზღვართან მივა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”