დევიდ კამერონი ვაშინგტონში ვიზიტისას ცდილობს, უკრაინის დახმარების აუცილებლობაში დაარწმუნოს რესპუბლიკელები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 9 აპრილს იმყოფება ვაშინგტონში, სადაც შეხვედრებს მართავს რესპუბლიკური პარტიის მაღალი რანგის წევრებთან. შეხვედრების მიზანია, მიაღწიოს უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი დაფინანსების განახლებას. მანამდე ის ფლორიდაში შეხვდა -ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
კამერონის თქმით, უკრაინის გამარჯვებას „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის“.
მაგრამ ტრამპი, რომელიც დიდი ალბათობით რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება ნოემბრის არჩევნებში, და კონგრესში მისი მომხრე რესპუბლიკელები კრიტიკულად არიან განწყობილი შეერთებული შტატების მიერ დახმარების აღმოჩენის მიმართ. ტრამპის მომხრეები კონგრესში ბლოკავენ უკრაინის დახმარების პაკეტის მიღებას.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ტრამპთან კამერონის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ბრიტანეთის მინისტრებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა მოკავშირე ქვეყნების ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრა ს წელს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თებერვალში შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, კირ სტარმერს, რომელიც წლევანდელ არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის ფავორიტად მიიჩნევა. როცა კამერონი იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ის 2012 წელს შეხვდა მაშინდელ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატ მიტ რომნის.
ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ ჩაიარა ტრამპთან კამერონის შეხვედრამ. წარსულში ორ პოლიტიკოსს შორის რამდენიმე საკითხში იყო აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა. როცა ტრამპმა თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიისას წინადადება წამოაყენა, მუსლიმებისთვის არ მიეცათ აშშ-ში შესვლის უფლება, კამერონმა ამ მოსაზრებას „გამხლეჩი, ბრიყვული და მცდარი“ უწოდა.