დევიდ კამერონი – ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ კოლონასთან შეხვედრისას განაცხადა.
„დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერები არიან და დარჩებიან იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ პუტინის დამარცხება შეგვიძლია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დამარცხდეს“, – განაცხადა კამერონმა.
დევიდ კამერონმა ში ს შეჭრა სპექტაკლს შეადარა და აღნიშნა, რომ მეოთხე მოქმედება ჯერ არ დაწერილა.
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების მიუხედავად, ისინი საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების შესახებ ერთ აზრზე რჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის მერია – მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება