დღეს ისრაელს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დღეს ისრაელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
დევიდ კამერონი მის კოლეგას, ისრაელ კაცის, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება. ასევე, დასავლეთ ნაპირზე, რამალაში, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბენიამინ ნეთანიჰუს მოუწოდებს, რომ ღაზის სექტორისთვის წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება აღადგინოს, ხოლო მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას იგი ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას დაადასტურებს. ისრაელის გარდა დევიდ კამერონი ოფიციალურ შეხვედრებს თურქეთსა და კატარშიც გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია